Image source: MKE Ankaragücü
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე ორიოდე დღეა, რაც დანიური “რანდერსიდან” თურქულ “ანკარაგიუჯუს” რიგებს შეუერთდა და გუშინ პირველი ვარჯიშიც გამართა.
დღეს კი საბა ახალ გუნდში სადებიუტო მატჩს გამართავს. თურქულმა კლუბმა “ქასიმფაშას” წინააღმდეგ მატჩის სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა, სადაც ქართველი ლეგიონერიცაა შეყვანილი.
ლობჟანიძის სადებიუტო მატჩი თურქეთში თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.
წყარო – MKE Ankaragücü
ვიდეობი
ფოტოები