კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” “ატალანტა” ვერ დაამარცხა, ბარძალი ფეხბურთიდან გააცილეს (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. „იუვეს“ კი საზეიმო საღამო ჰქონდა, რადგან სკუდეტო ჩაიბარა.

ფეხბურთიდან გააცილეს ანდრეა ბარძალი, ხოლო მასიმილიანო ალეგრი 5 წლის შემდეგ პუბლიკას დაემშვიდობა. თამაში ამ ყველაფრის ფონზე ნაკლებად საინტერესო იყო. იოსიპ ილიჩიჩის გოლით სტუმრები მე-80 წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მარიო მანჯუკიჩმა ტურინელები სეზონის ბოლო საშინაო მატჩის წაგებისგან იხსნა.

„ატალანტამ“ კი 66 ქულა დააგროვა და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს „ინტერთან“ ერთად. „ინტერი“, რომელიც ნეაპოლში 1:4 განადგურდა.

ბოლო ტური ძალიან საინტერესო იქნება. „მილანი“ ხსენებულ დუეტს ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (33), 1:1 მანჯუკიჩი (80)

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ზიელინსკი (16), 2:0 მერტენსი (61), 3:0 ფაბიან რუისი (71), 4:1 ფაბიან რუისი (78), 4:1 იკარდი (81, პენ)

 

“მილანმა” “ფროზინონე” ადვილად დაამარცხა (ვიდეო)