კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

იტალია. სერია ა. 35-ე ტური, “რომა”-“მილანი”

ედინ ჯეკო -დუბლი

იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში “რომამ” გასვლით შეხვედრაში “მილანი” გამანადგურებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. ჯალოროსის ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ დუბლი გაიფორმა, ხოლო თითო-თითო ბურთი სტეფან ელ-შაარავიმ და დანიელე დე როსიმ გაიტანეს. ვინჩენცო მონტელას გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლო მარიო პაშალიჩზეა.

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „რომა“ 78 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერს – „იუვენტუსს“ 7 ქულით ჩამორჩება. მე-3 პოზიციაზე მყოფ „ნაპოლის“ 77 ქულა აქვს. რომის „ლაციოს“ 70 ქულით მე-4 საფეხური უკავია.
აქვე გაგაცნობთ სერია ა-ს 35-ე ტურში დაფიქსირებულ დანარჩენ შედეგებს:

„ლაციო“ 7 – 3 „სამპდორია“

„ჯენოა“ 1- 0 „ინტერი“

„უდნიეზე“ 1 – 1 „ატალანტა“

„ემპილი“ 1 -1 „ბოლონია“

„სასუოლო“ 2 – 2 „ფიორენტინა“

„პესკარა“ 0 -1 „კროტონე“

„კიევო“ 1 – 1 „პალერმო“