კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ილიას ზუროსი: “კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის კალათბურთელების მონდომებით, თუმცა გვაქვს დიდი პრობლემა”

ილიას ზუროსი მატჩისწინა კომენტარი

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან მატჩის დღეს, დილის 11:00 საათზე ვარჯიში გამართა. ქალაქ ესპოოს “მეტრო არენაზე” ილიას ზუროსმა დრო უმეტესად კომბინაციების დამუშავებას დაუთმო, მოთამაშეები მცირედით მოითელენ და აქამდელთან შედარებით, ფარში უფრო მეტად ესროლეს.

ილიას ზუროსმა მატჩისწინა კომენტარში სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი, რომ არაერთი ახალგაზრდა დებიუტანტია გუნდში და შესათამაშებლად საკმარისი დრო არ იყო. თუმცა ბერძენი სპეციალისტი, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

“კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის კალათბურთელების მონდომებით, თუმცა გვაქვს დიდი პრობლემა. სამწუხაროდ არ გვაქვს საკმარისი დროს მოსამზადებლად, რომლის მიზეზიცა COVID-19-ი და მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია.

გვიხარია, რომ თოკო შემოგვიერთდა და ერთი ვარჯიში გამართა, მაგრამ ის ძალიან გამოცდილია და დაგვეხმარება. ის ძალას შეგვმატებს ფარქვეშ თამაშისას. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდებიც კარგად აუწყობენ ფეხს, ეს მათთვის მნიშვნელოვანი ტესტია, თუმცა გავიმეორებ, მათ არ ჰქონდათ დრო შეთამაშებისთვის. კონცენტრაცია და ენერგია – ამას ვითხოვ მათგან” , – განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი განახორციელებს 1tv.ge.

 

 

წყარო –  gbf.ge

 

 

 

 

 

მატჩის დღე: ევრობასკეტ-2022-ი, ფინეთი – საქართველო