კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ილიას ზუროსი: “ეს კარგი შანსია ექსპერიმენტებისა და ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობებში დასარწმუნებლად”

ილიას ზუროსი მატჩის წინ პრესკონფერენცია

Image source: gbf.ge

 

კორონავირუსის გამო, მომავალი ევროსაკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ეროვნული საკლათბურთო ნაკრები თბილისში ვერ შეიკრიბა. ლეგიონერები და მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ნაკრებს ფინეთში შეუერთდნენ.

ილიას ზუროსმა შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ მედიისთვის ონლაინ-კომენტარები გააკეთა, ხოლო ფინეთის დედაქალაქიდან ჟურნალისტებს zoom-ის საშუალებით, ონლაინ-კონფერენციაზე შეხვდა.

გთავაზობთ ილიას ზუროსის პასუხებს, რომლებიც მან ქართველ ჟურნალისტებს მოახლოებულ ევროსაკვალიფიკაციო მატჩებთან დაკავშირებით გასცა:

“რთულ მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება და კალათბურთის თამაში. მსოფლიო მასშტაბით უდიდესი პრობლემაა კორონავირუსი, რომელიც ძალიან გადამდებია და ბევრი ადამიანი დააინფიცირა, ამიტომ უპირველესია, რომ ყველა ჯანმრთელად დარჩეს.

სამწუხაროდ, ბევრი მოთამაშე გვაკლია ამ უცნაური სიტუაციის გამო. ზოგი მოთამაშე ტრავმირებულია, ზოგს არ შეუძლია ჩამოსვლა, რადგან ყველა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციებია, ზოგი ქვეყანა არ აძლევს მოთამაშეს ქვეყნის დატოვების უფლებას, ან თუ აძლევს, მაშინ დაბრუნებისას მათ ორკვირიან კარანტინში ყოფნა უწევთ. ვერ დაგვეხმარება გუნდის “ტვინი” გიორგი ცინცაძე, რომელსაც 18 წლის განმავლობაში არასდროს გამოუტოვებია ციკლი. გვაკლია დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მიშა ბერიშვილი, რომელიც ასევე ყატარშია. გვაკლია ბევრი მოთამაშე, რომლებიც ნაკრების წინა თამაშებში იყვნენ და გვეხმარებოდნენ.

ტად მაკფადენს აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ საქართველოს ერთგულია. ასეთ რთულ პირობებში ესპანეთიდან ფინეთში რომ გამოემგზავრება, ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს მაკფადენის გულიანობაზე. დარწმუნებული ვარ, ფინეთთან და შვეიცარიასთანაც ისევე ბოლომდე დაიხარჯება, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა თორნიკე შენგელიას მონდომებას. მისთვის საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომაც მოემგზავრება პირდაპირ თამაშის შემდეგ. როდის ჩამოვა და ტესტირებასთან დაკავშირებული პროცედურების გათვალისწინებით დარჩება თუ არა დრო სავარჯიშოდ, წინასწარ რთული სათქმელია. იმედს ვიტოვებ, რომ თამაშამდე ერთ ვარჯიშს მაინც მოასწრებს. ასევე მინდა აღვნიშნო გიორგი შერმადინის ერთგულება – იგი ყოველთვის ჩვენთანაა და საქართველოს ნაკრებისთვის ბოლომდე იხარჯება.

ფინელებს კარგად შეკრული გუნდი ჰყავთ. ისინი ამ ზაფხულსაც შეიკრიბნენ და საკონტროლო მატჩებიც გამართეს. ეცდებიან მაღალ ტემპში ითამაშონ და პერიმეტრიდან შემოგვიტიონ. ამისთვის კი ორგანიზებული დაცვაა საჭირო. ორგანიზებულ დაცვას კი შეთამაშება უნდა. გუნდის შესაკვრელად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან საქართველოს ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ეყოლება, რომლებსაც არა აქვთ დრო შესათამაშებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს.

ეს ისტორიაა, წარსულია. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია გუნდი გვყავდეს ძლიერი. კარგია, რომ ევრობასკეტზე გასულები ვართ. ეს კარგი შანსია ექსპერიმენტებისა და ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობებში დასარწმუნებლად. დიდი ხანია, დავიწყეთ გუნდის შენება, რომელიც პიკში 2022 წელს უნდა იყოს, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა”, – განაცხადა ილიას ზუროსმა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფინეთში იმყოფება, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

რამდენი ქულა დაუწერა SofaScore-მა ნიკა კაჭარავას წაგებული მატჩის შემდეგ (ფოტო)