კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტი გახდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისური პრემიერ ლიგის განაცხადში არ შეიყვანა შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ინგლისის ჩემპიონატის ყველა კლუბებმა საკუთარი განაცხადის სიები განაახლეს. განახლებულ სიაში არ შევიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონის დასასრულს გუნდები დატოვეს. “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარი სიიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამორიცხა. შვედი ფეხბურთელის კონტრაქტი 2016/2017 სეზონის დასასრულს ამოიწურა.

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობისგან ზლატანისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება ნაკლებად სავარაუდოა. ტრავმის გამო 35 წლის ფორვარდი წლის ბოლომდე მოედანზე ვერ გამოვა.

დასრულებულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შვედმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ინგლისის სუპერთასი, ლიგის თასი და ევროპის ლიგა მოიგო.