კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ რატომ არ ჩატარდა საქართველო – თურქეთის მატჩი და ვინ იქნება დღევანდელი მეტოქე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირზე ასპარეზობს

Image source: geonoc

 

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე 3 ოლიმპიური საგზურისთვის 12 ქვეყანის წყალბურთელთა ნაკრები იბრძვის. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც A ჯგუფში საბერძნეთთან, მონტენეგროსთან, ბრაზილიასთან, კანადასთან და თურქეთთან ერთად ასპარეზობს.

საქართველო ნაკრები სერბი დეიან სტანოევიჩის ხელმძღვანელობით, პირველ ტურში ახლოს იყო სენსაციასთან – გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ საბერძნეთთან ერთი ბურთის სხვაობით 10:11 დამარცხდა.

15 თებერვალს ქართველები თურქებს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მეტოქე გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თურქები ტურნირიდან მოხსნეს, საქართველოს ნაკრებს კი მოგება ჩაეთვალა.

საქართველოს ნაკრები უკვე დღეს, 19:00 საათზე კანადას დაუპირისპირდება. ჯგუფების საუკეთესო 4-4 გუნდი პლეი-ოფში გავა და თამაშს ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს, საუკეთესო 3 ნაკრები კი ტოკიოს თამაშების საგზურს მიიღებს.

 

 

წყარო – geonoc

 

 

 

 

 

 

ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში 5 მატჩს გამართავენ