კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“თელავმა” მეორედ საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა

თელავმა სტუმრად ჩიხურა დაამარცხა

Image source: ეროვნული ლიგა

 

ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” “თელავს” უმასპინძლა. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, გოლამდე 4 ყვითელი დაფიქსირდა. მატჩის ანგარიში 37′-ე წუთზე იაროსლავ კვასოვმა გახსნა ფირუზ მარაქველიძის გადაცემის შემდეგ. მეორე ტაიმის დასაწყისში ვახტანგ თურმანიძემ მოედანზე 2 ფეხბურთელი შეიყვანა (რომან ჯიგკაევი და თენგიზ წიქარიძე) და 72′-ე წუთზე წონასწორობა თენგიზ წიქარიძემ აღადგინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი სტუმართა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მოისწრაფილშვილმა 88′-ე წუთზე დააფიქსირა – 1:2.

15 ტურის შემდეგ “თელავს” 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 და მე-6 ადგილებს “ლოკომოტივთან” იყოფს. 6 ქულა დააგროვა “ჩიხურამ” და ამ მაჩვენებლით ვახტანგ თურმანიძის გუნდი ბოლო ადგილზეა.

 

 

წყარო – ეროვნული ლიგა

 

 

 

 

ლეგიონერების გამოსვლები პრო დე2-ში და სუთიაშვილის ლელო