კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თბილისის “დინამოს” სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდზე

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ოლიმპიაკოსს შეხვდება

Image source: FC Dinamo Tbilisi / Olympiacos FC ფეისბუქ გვერდები

 

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 15 ივნისს, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გაირკვა თბილისის “დინამოს” მეტოქის ვინაობა. დედაქალაქური გუნდი 6/7 და 13/14 ივლისს ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ “დინამოსა” და “ნეფთჩის” წყვილში გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საბერძნეთის ჩემპიონ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეხვდება.

წყვილში დამარცხებული კი კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას “მაკაბისა” და ალმატის “კაირატს” შორის წაგებულს შეხვდება.

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi

 

 

 

 

 

 

ევრო-2020: იტალიელებმა პლეი-ოფი გაინაღდეს, უელსელებმა კი პირველი გამარჯვება იზეიმეს (ვიდეო)