კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატანი 1 მილიონ ევროს თვიური ხელფასის სახით მოითხოვს

Image source: Getty Images

 

მოგეხსენებათ, რომ “ლოს ანჯელეს გალაქსიდან” წასვლის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ევროპაში დაბრუნება უნდა.

იტალიური გამოცემა La Repubblica-ი წერს, რომ შვედ თავდამსხმელს ახალ გუნდში ერთი მილიონი ევროს ოდენობით თვიური ხელფასის მიღება უნდა. 38 წლის ფეხბურთელს სურს კონტრაქტი გააფორმოს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი.

იბრაჰიმოვიჩის მიმართ იტალიაში ინტერესები აქვთ “მილანს“, “ფიორენტინას“, “ბოლონიას“, “ნაპოლისა” და “რომას

წყარო –  www.repubblica.it

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” სეზონში პირველი მარცხი განიცადა