კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” მარცხი განიცადა „იუტა ჯაზთან“ მატჩში

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის დასავლეთ კონფერენციაში ფინიშამდე ადრე გამარჯვებულიც გაირკვა და პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობაც.

ზედიზედ 14 მოგებული შეხვედრის შემდეგ ოკლენდელები შინ “იუტა ჯაზთან” დამარცხდნენ 99:105.

სასტარტოში მყოფმა ზაზა ფაჩულიამ 25 წუთში 8 ქულა (ხუთიდან 3 ორქულიანი, ორივე ჯარიმა ჩააგდო), 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შეასრულა.

რეგულარული პირველობის დასკვნით მატჩს “გოლდენ სტეიტი” საშინაო კედლებში 13 აპრილს “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” ჩაატარებს.