კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვინ იყო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ერთა ლიგის 2020 წლის სეზონში (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი მოხვდა სეზონის სიმბოლურ გუნდში

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 2020 წელი არც თუ ისე წარმატებულად დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ნაკრებმა წელს მხოლოდ 8 საერთაშორისო მატჩი ჩაატარა, ისიც ყველა შემოდგომაზე.

ამ 8 მატჩიდან ნაკრებმა მხოლოდ 2 მოიგო (ევრო-2020-ის პლეი-ოფი), 4 ფრედ დაასრულა (ერთა ლიგა, ჩრდ. მაკედონიასთან 2 ჯერ 1:1, სომხეთთან 2:2, ესთონეთთან 0:0) 2 კი წააგო (ჩრდ. მაკედონიასთან 0:1, სომხეთთან 1:2), ეს 2 წაგება გარდამტეხი აღმოჩნდა. საბოლოოდ ევრო-2020-ის საგზური ვერ მოიპოვეს და ერთა ლიგის ჯგუფშიც მე-3 ადგილი დაიკავეს.

WhoScored-მა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ხსენებულ საუკეთესო თერთმეტეულში 3 ქართველი ნახევარმცველი მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, ვალერი ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. აღვნიშნოთ ის, რომ ყველაზე მაღალი ქულა სწორედ ხვიჩამ მიიღო – 7.9 ქულა, ხოლო ყველაზე დაბალი კი მაკედონიელი მეკარე სისკოვსკიმ.

 

სიმბოლურ გუნდში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის წინააღმდეგ გამართული მატჩით უეფას ერთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა. С დივიზიონის მეორე ჯგუფში გამართულ ექვს შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა შვიდი ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.

 

 

 

წყარო – whoscored.com

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ”