კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვაკო გვილიას საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

Image source: Legia Warszawa

პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ვარშავის „ლეგიამ“ „პოგონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 58-ე წუთზე კი „ლეგია“ სანდრო კულენოვიჩის გოლით დაწინაურდა. მან მას შემდეგ გაიტანა თავური დარტყმით, რაც ვაკო გვილიამ კუთხური ჩააწოდა და შესაბამისად, ქართველმა ნახევარმცველმა სეზონი საგოლე პასით დაიწყო.

თუმცა, მის გუნდს ეს არაფერში წაადგა და დარჩენილ დროში „პოგონმა“ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა. გვილიამ კი შეუცვლელად ითამაშა.

 

მატჩის მიმოხილვის ყურება აქ შეგიძლიათ.

 

ჰამბურგის ტურნირში ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია