კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვაკო გვილიას გოლი და საგოლე გადაცემა “ათრომიტოსთან” მატჩში

Image source: legia.com

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვარშავის „ლეგიამ“, რომლის ღირსებას ვაკო გვილია იცავს, ბერძნული „ათრომიტოსი“ მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა. ვინაიდან, პირველი მატჩი უგლოდ დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვება „ლეგიას“ დარჩა და პლეი-ოფში გავიდა.

გვილია აღნიშნულ თამაშში ჩინებულად გაისარჯა და უდიდესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. ქართველმა 29-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 51-ე წუთზე თავად მოახერხა გოლის გატანა.

„ლეგია“ პლეი-ოფში “მიდტიულანდი“ – „რეინჯერსის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ფავორიტად შოტლანდიელები მიიჩნევიან, რადგან პირველი დაპირისპირება 4:2 მოიგეს.

ვაკო გვილიას გოლისა და საგოლე გადაცემის ნახვა შეგიძლიათ აქ 

“ლივერპულისა” და “ჩელსის” სასტარტო შემადგენლობები ცნობილია