კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეფექტური გოლები და ლამაზი თამაში – “დინამომ” “ენგორდანი” გაანადგურა! (ვიდეო)

Image source: FC Dinamo Tbilisi

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად ჩაერთო „დინამო თბილისი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ანდორის „ენგორდანი“ მიიღო და გააცამტვერა – 6:0.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კოლოსარულ უპირატესობას ფლობდა და ძალიან ადვილად გაიმარჯვა. თანაც, ლამაზი გოლებიც გაიტანა. ბუნებრივია, „ენგორდანის“ სისუსტესაც ხაზი უნდა გაესვას, მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია.

ანგარიში მე-6 წუთზე ნიკა ნინუამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა. არანაკლებ ეფექტური იყო გიორგი კუხიანიძის გოლი, რომელმაც შორიდან გაისროლა და სხვაობა გაზარდა. პირველ ტაიმში „დინამო“ სწორედ ორბურთიან სხვაობას დასჯერდა. სამაგიეროდ მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ჯერ ნოდარ ქავთარაძემ ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო ცოტა ხანში ლევან კუტალიამ „პანენკას“ სტილში ჩინებული პენალტი გაიტანა. ორ წუთში კუხიანიძე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ზარიამ გუჯა რუხაიას ფლანგური გადაცემის შემდეგ დააფიქსირა.

ანდორაში ერთი კვირის შემდეგ საპასუხო მატჩი შედგება, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა და „დინამო“ 6-ბურთიან უპირატესობა ნამდვილად არ გაანიავებს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანს აზერბაიჯანული „გაბალა“ ელოდება.

„დინამო“ – „ენგორდანი“ 6:0 (2:0)

თბილისი, „დინამო არენა“

„დინამო“ (4-3-3): პერალესი; რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე; ნინუა, კუხიანიძე (ქარდავა 76), პაპავა (ზარია 57); შენგელია (დაფე 63), კუტალია, ქავთარაძე

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

„ენგორდანი“ (4-2-3-1): კოკა; აგუერო, ბრიტო, ვარელა, დევისი; ბუჰამა, სპანო (გუიდა 85); ლაბორდა (პეპე 71), სერა, გომესი (მანეირო 90); ლაფონი

გოლები: 1:0 ნინუა (6), 2:0 კუხიანიძე (21), 3:0 ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69, პენ), 5:0 კუხიანიძე (71). 6:0 ზარია (80)

 

მატჩის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

რა ნომრით ითამაშებს გრიზმანი “ბარსელონაში”?