კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ეროვნული ნაკრები ათენში ვარჯიშს ზაზა ფაჩულიასთან ერთად განაგრძობს (ვიდეო)

აკროპოლისის თასისაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა და საბერძნეთში რჩება. ევრობასკეტზე, ისრაელში გამგზავრებამდე ნაკრები ათენში დარჩება და წვრთნის პროცესს განაგრძობს. ილიას ზუროსის გუნდი თელ ავივში 29 აგვისტოს ჩავა, მანამდე კი ათენის “დაისის” კეთილმოწყობილ დარბაზში განაგრძობს ვარჯიშს.

აკროპოლისის თასის” დასრულების მეორე დღეს, 26 აგვისტოს, ილიას ზუროსმა მოთამაშეები საღამომდე დაასვენა, შემდეგ კი მოთელვითი ვარჯიში ჩაუტარა. კალათბურთელებმა კომბინირებულად – ტრენაჟორებზე და სათამაშო მოედანზე ივარჯიშეს. დატვირთვები მსუბუქი იყო და უფრო მოთელვითი ხასიათი ჰქონდა, რათა მოთამაშეები დატვირთული რეჟიმის შემდეგ მოდუნებულიყვნენ და ძალები აღედგინათ.

ნაკრებთან ერთად ივარჯიშა ზაზა ფაჩულიამაც, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესად აქვს და საღამოს ვარჯიშზე თავი გამოსცადა. ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და საღამოს ფაჩულიას ნატკენი ფეხი არ გამიზეზებია. ზაზამ დღეს, დილითაც ივარჯიშა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა, რომელსაც წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში ნახავთ.

საქართველოს ნაკრები ათენში 28 აგვისტსოსაც ივარჯიშებს, ხოლო 29-ში, დილით ისრაელში გაემგავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

Georgian Basketball Federation


ზაზა ფაჩულია მეოთხედ გახდა მამა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტს ღირსეულად დაემშვიდობა (ვიდეო)

ევრობასკეტი 2017. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ისრაელს მოუგო (ვიდეო)

ევრობასკეტ-2017: ცნობილია 12 რჩეული (ფოტო)

საქართველომ ათენში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა (ფოტო და ვიდეო)

ზაზა ფაჩულიამ ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა.

ზაზა ფაჩულია პრეზიდენტისგან ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

სამუელ ლ’ჯექსონმა ზაზა ფაჩულიას გუნდი დააჯილდოვა (ვიდეო) (ფოტო)

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს.

ზაზა სამშობლოში დაჯილდოვდა

ზაზა ფაჩულია” “საქართველო, ეს გამარჯვება შენთვისაა!!!” (ვიდეო)

NBA-ს სუპერფინალურ მე-4 შეხვედრაში ზაზას გუნდი კლივლენდთან დამარცხდა

ზაზას “გოლდენ სტეიტმა” დილით “კლივლენდი” დაამარცხა (ვიდეო)

კარის ბინძური ცეკვები ლებრონის ირგვლივ და ფაჩულიას 2 ქულა (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” “სან-ანტონიო” სერია მშრალზე დაამარცხა (4:0) ანგარიშით (129:115) (ვიდეო)

ზაზა ფაჩულია მალე პარკეტს დაუბრუნდება

ზაზა ფაჩულიას ტრავმა და მისი გუნდის გამარჯვება (ვიდეო)