კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: წითელი ბარათი, 11-მეტრიანი და ბათუმის “დინამოს” მე-10 გამარჯვება (ვიდეო)

დინამო ბათუმმა მე-10 გამარჯვება იზეიმა

Image source: Samtredia FC ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში “დინამო ბათუმი” სტუმრად “სამტრედიას” დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 ანგარიშით გაიმარჯვა.

25′-ე წუთზე მამუკა კობახიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, ალავიძის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან გოლი ლაშა თოთაძემ გაიტანა და ანგარიში გაიხსნა 1:0.

63′-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაურმა ახლო მანძილიდან გაიტანა და გაათანაბრა.

მე-3 დამატებულ წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ჯარიმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ შეცვლაზე შესულმა ვლადიმერ დვალიშვილმა ყველას დაასწრო და მატჩის გმირი გახდა.

 

გოლები: 1:0 თოთაძე (26′, პენ), 1:1 ჯიღაური (63′), 1:2 დვალიშვილი (93′)

17 ტურის შემდეგ “სამტრედიამ” 19 ქულით დარჩა მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ 32 ქულა დაუგროვდა და თბილისის „დინამოსთან“ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა.

 

 

 

წყარო – dinamo.ge