კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეკატერინე გორგოძე ბელინცონას საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში და ფინალში ითამაშებს

ეკატერინე გორგოძის წარმატება შვეიცარიაში მიმდინარე ტურნირზე

Image source: wta96.com

 

ეკატერინე გორგოძე შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში ITF W60 ტურნირის წყვილთა თანრიგში ფინალში გავიდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ყაზახ ანა დანილინასთან ერთად ჩეხი ანასტასია დეტიუკისა და იოჰანა მარკოვას წყვილს შეხვდა და ორ სეტში 6:2,6:2 დაამარცხა. უცნობია ჯერჯერობით თუ რომელ წყვილს დაუპირისპირდება ნახევარფინალში გორგოძე/დანილინას დუეტი.

ეკატერინე ამავე ტურნირის ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც მეოთხეფინალურ შეხვედრაში დამაჯერებლად 2 სეტში მოუგო იტალიელ ბიანკა ტურატის ანგარიშით 6:2, 6:0.

უკვე ხვალ, გორგოძე WTA რეიტინგის 248-ე ადგილოსანს, ავსტრიელ ჯულია გრაბერს ნახევარფინალში შეხვდება.

 

 

 

წყარო – itftennis.com

 

 

 

 

 

 

გიორგი ბეჟანიშვილი: “ჩემი თავგადასავალი აქ ილინოისში განუმეორებელი იყო”