კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს! (ვიდეო)

Image source: Fiba.com

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

მასპინძლობისთვის 7 ქვეყანა იბრძოდა – საქართველო, სლოვენია, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი და ესტონეთი.

ფიბას ხსენებული ქვეყნებიდან ოთხი უნდა აერჩია და სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი არჩევანი საქართველოზეც გააკეთა. შედეგად, ორი წლის შემდეგ ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისი იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ქვეჯგუფი შეიქმნება, რომლებიც საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში გადანაწილდებიან. სწორედ ეს ქვეყნები აირჩიეს მასპინძლებად. პლეი-ოფებს კი გერმანია უმასპინძლებს.

ასე, რომ ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები თბილისის „სპორტის სასახლეში“ გაიმართება. ცნობისთვის, ჯგუფი 6-გუნდიანი იქნება და პლეი-ოფში 4 საუკეთესო გავა. საქართველოს ნაკრები კი იმის გამო, რომ მასპინძელი იქნება, შესარჩევი ციკლიდან თავისუფალია.

 

მასპინძლების დასახელების კადრებს შეგიძლიათ უყუროთ აქ

 

გიორგი აბურჯანია ჰოლანდიურ კლუბში გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას