კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპის ტოპ-5 ლიგის საუკეთესო ბომბარდირები ამ დროისთვის (ფოტო)

ევროპის საუკეთესო ბომბარდირები

Image source: transfermarkt-ის ინსტაგრამის გვერდი

 

ევროპის ტოპ-5 ლიგის (ლა ლიგა, პრემიერლიგა, ლიგა 1, სერია ა, ბუნდესლიგა) კლუბებს ჰყავს მრავალი ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთ კლუბების შემადგენლობაში გოლებს იტანენ.

Transfermarkt-მა ევროპის ტოპ-5 ლიგის ის 5 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

ხუთეულში კი მოხვდნენ შემდეგი ფეხბურთელები: მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”, 120 მილიონი ევრო) – 22 თამაში და 16 გოლი, ლუის სუარესი (“ატლეტიკო მადრიდი”, 15 მილიონი ევრო) – 16 თამაში და 14 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, 60 მილიონი ევრო) – 19 თამაში და 24 გოლი, კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”, 60 მილიონი ევრო) – 17 თამაში და 16 გოლი და კილიან მბაპე (“პსჟ”, 180 მილიონი ევრო) – 20 თამაში და 16 გოლი.

“ეს ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ბომბარდირები არიან! ვინ იქნება პირველ ადგილზე თავიანთი ლიგის დასრულების შემდეგ?”, – ასე დაასათაურა Transfermarkt-მა.

 

წყარო – transfermarkt_official