კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დორტმუნდმა” ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგაში ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. მიუნხენის „ბაიერნს“ შეეძლო ყველაფერი 33-ე ტურში დაესრულებინა, მაგრამ „ლაიფციგს“ სტუმრად ვერ მოუგო და „დორტმუნდთან“ ოთხქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

ნიკო კოვაჩის გუნდის „რედ ბულ არენაზე“ სათამაშო უპირატესობა ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

პარალელურად, „დორტმუნდმა“ „დიუსელდორფს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, რომელმაც „სიგნალ იდუნა პარკზე“ ბოლო თამაში ჩაატარა, ამერიკელი ზაფხულიდან „ჩელსიში“ გადავა. მეორე ტაიმის საწყის 8 წუთში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ოლივერ ფინკმა გაათანაბრა, რასაც ტომას დელანიმ უპასუხა და მასპინძლები დაწინაურდნენ.

გუნდებმა გოლები თამაშის მიწურულს კიდევ გაცვალეს. მარიო გიოტცემ ანგარიშის სხვაობა გაზარდა, ხოლო წერტილი დავიდ კოვნაცკიმ დასვა – 3:2.

„ლაიფციგი“ – „ბაიერნი“ 0:0

„დორტმუნდი“ – „დიუსელდორფი“ 3:2

გოლები: 1:0 პულიშიჩი (41), 1:1 ფინკი (47), 2:1 დელანი (53), 3:1 გიოტცე (90), 3:2 კოვნაცკი (90)

ტატო გრიგალაშვილის ბრინჯაო გრან სლემზე