კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დე ხეა “მანჩესტერს” დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სავარაუდოდ გუნდს შეიცვლის. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ესპანელმა მეკარემ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

„მანჩესტერმა“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა და ეს დე ხეას გადაწყვეტილების მთავარი მოტივი გახდა.

გავრცელებული ცნობით, 28 წლის მეკარე „პარი სენ ჟერმენში“ გადავა, რომელიც მზადაა 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

დავიდ დე ხეა „მანჩესტერის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და „წითელი ეშმაკების“ რიგებში 362 თამაში აქვს ჩატარებული.

 

“დორტმუნდმა” ბრანდტი დაიმატა