კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გორის “დილა” ქართველი ლეგიონერების “ქიზილქუმთან” დამარცხდა (ვიდეო)

დილამ პირველი მარცხი განიცადა

Image source: qizilqumpfk ინსტაგრამის გვერდი

 

გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩი, უზბეკეთის სუპერლიგის გუნდ “ქიზილქუმთან” გამართა და ამჯერად 0:1 დამარცხდა.

პირველმა ტაიმმა “დილას” ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა თუმცა ჩვენი გუნდი მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდა, მომენტები ჰქონდათ სტუმრებსაც თუმცა გატანა ვერც მათ შეძლეს და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში “დილამ” მეტოქეზე წნეხი კიდევ უფრო გაზარდა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და გორული გუნდი იშვიათ კონტრშეტევაზე გამოიჭირა. ერთადერთი გოლის ავტორი კი მეტოქე გუნდის ქართველი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი. ამის შემდეგ, გათანაბრების მცდელობების მიუხედავად მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და “დილა” თურქეთში პირველად დამარცხდა.

 

მომდევნო შეხვედრას გორის “დილა” 14 თებერვალს რუსულ “ტომთან” გამართავს.

 

 

 

 

წყარო – fcdila.ge

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა