კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მილუოკი ბაქსთან” დამარცხდა (ვიდეო)

Image source: gbf.ge

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” შინაურ არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 83:102 დამარცხდა. (ვიდეო)

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 12 წუთი გაატარა. ამ დროში მან 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ინდიანას” რიგებში საუკეთესო ტერნერი იყო –16 ქულა, 11 მოხსნა, ტი ჯეო უორენმა კი 15 ქულა ჩააგდო. მილუოკის, ტრადიციულად, იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ბერძენი ვარსკვლავის მონაგარი 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი გახლდათ.

“პეისერსს” 7 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბრის დილას, თბილისის დროით 04:30 საათიდან, სტუმრად, “ბრუკლინ ნეტსთან” გამართავს.

წყარო – gbf.ge

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა