კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ქოჩორაშვილი: “ლევანტეში” რომ გადავედი ეს “საბურთალოს” ხელმძღვანელების დამსახურებაა

Image source: fcsaburtalo.ge

“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ბოლოს იჯარით ესპანურ “ჟირონაში” ასაპრეზობდა, “ლევანტეში” ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა “ახალ კლუბთან 3+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის ხელმძღვანელობის მადლიერია და აღნიშნავს, რომ სწორედ მათი დამსახურებით მოხვდა ესპანურ კლუბში.

” ბავშვობიდან “საბურთალოში” ვთამაშობდი, აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. მადლობა ყველა იმ მწვრთნელს, ვინც მავარჯიშებდა და სხვადასხვა დროს ჩემთან უმუშავია. რამდენიმე წლის წინ “საბურთალოდან” ესპანურ “ჟირონაში” წავედი იჯარით, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. საქართველოში დროებით დავბრუნდი იმისათვის, რომ „ჟირონამ“ ვერ შეასრულა პირობები.თუმცა, “საბურთალოს” დახმარებით ისევ ესპანეთში აღმოვჩნდი.

რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით „საბურთალოს“ მისამართით არასწორი აქცენტები გაკეთდა. ვისარგებლებ შემთხვევით და ამის გამო ტარიელ ხეჩიკაშვილს ბოდიშს გადავუხდი. ამავდროულად, მინდა მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ უცხოეთში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა მომცა. დღეს რომ ესპანეთში ვარ, სწორედ „საბურთალოს“ პრეზიდენტის დამსახურებაა. კლუბმა ყველა მატერიალური ინტერესების წინ, ფეხბურთელის ინტერესი დააყენა.

კლუბის ხელმძღვანელებმა დიდი როლი ითამაშეს, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. პროცესებში უშუალოდ სპორტული დირექტორი, ლევან სეთურიძე იყო ჩართული.

“ჟირონაში” თამაშისას სეგუნდა “B”-ში ორი მატჩი ვითამაშე “ლევანტეს” წინააღმდეგ. როგორც ჩანს ინტერესი გაჩნდა. თუმცა, ესპანელები უშუალოდ “საბურთალოს” ხელმძღვანელებს ესაუბრებოდნენ. მათი კეთილი ნება რომ არა, ეს ტრანსფერი ვერ შედგებოდა.

 

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე “იუვენტუსმა” “ინტერი” დაამარცხა (ვიდეო)