კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ბერიძის დუბლი ერთწუთიან ინტერვალში (ვიდეო)

ბელგიური „გენტი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და დღეს მორიგი ამხანაგური მატჩი „დიკელვენის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 6:0 გაიმარჯვა.

აღინიშნულ მატჩში 90 წუთი ითამაშა გიორგი ბერიძემ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა. მე-3 და მე-4 წუთებზე ბერიძემ ერთწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და იმ დროისთვის თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა.

გიორგი ქვილითაია კი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, სარეაბილიტაციო კურსს გადის.

 

 

ევროპულ თამაშებზე არქანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა