კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბექა ბურჯანაძის MVP “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ მატჩში (ვიდეო)

ბექა ბურჯანაძის წარმატებული თამაში

Image source: GranCanariaCB ტვიტერის გვერდი

 

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მესამე გამარჯვება იზეიმა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი მალაგის “ფუენლაბრადას” უმასპინძლა და 87:71 მოიგო. ბურჯანაძემ მადრიდული გუნდის წინააღმდეგ მატჩში 23:34 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ის შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (MVP) გახდა.“ტენერიფე” სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

“გრან კანარია” 3 გამარჯვებით სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილს იკავებს.

 

 

 

 

წყარო – acb.com

 

 

 

 

 

 

რონალდუს და მესის რომ ერთად ეთამაშათ (ვიდეო)