კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნმა” სეზონი დუბლით დაასრულა (ვიდეო)

მიუნხენის „ბაიერნმა“ სეზონი დუბლით დაასრულა. ნიკო კოვაჩის გუნდმა ერთი კვირის წინ ბუნდესლიგა მოიგო და ამჯერად გერმანიის თასის მოგებაც მოახერხა.

ფინალი ბერლინში გაიმართა, „ბაიერნის“ მეტოქე კი „ლაიფციგი“ იყო, რომელმაც „რეკორდმაისტერს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი ტაიმის შუაწელს გახსნა ანგარიში და მიუნხენელები დაწინაურდნენ.

„ლაიფციგი“ თამაშში დარჩენას 78-ე წუთამდე ახერხებდა, მაგრამ ბოლოსკენ „ბაიერნმა“ თამაშს ყოველგვარი ინტრიგა მოუკლა. ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, მანამდე კი კინგსლი კომანმაც შეძლო გატანა – 0:3.

„ბაიერნმა“ გერმანიის თასი 2016 წლის შემდეგ პირველად, მაგრამ ისტორიაში მე-19-ედ მოიგო და ეს სარეკორდო მაჩვენებელია.

„ლაიფციგი“ – „ბაიერნი“ 0:3

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (29), 0:2 კომანი (78), 0:3 ლევანდოვსკი (85)

 

ფოტო: “ბაიერნის” ტვიტერის ოფიციალური გვერდი

“სპორტინგი” პორტუგალიის თასს დაეუფლა