კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნი” ჩემპიონობას მიუახლოვდა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდა. 2-ქულიანი უპირატესობა „რეკორდმაისტერმა“ ოთხამდე გაზარდა და რთული წარმოსადგენია, რომ დარჩენილ ორ ტურში ასეთი სოლიდური უპირატესო გაანიავოს.

„ბაიერნმა“ გათამაშების აუსტაიდერი „ჰანოვერი“ ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა, რადგან რობერტ ლევანდოვსკისა და ლეონ გორეცკას გოლებით პირველი ტაიმის შემდეგ დამაჯერებლად იგებდა. თუმცა, მეორე ნახევარში „ჰანოვერმა“ ცოტა ანერვიულა მეტოქე, როდესაც ჟონათასის გოლით სხვაობა შეამცირა. საბოლოო ანგარიში კი, 84-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ დააფიქსირა.

მიუნხენელთა ერთადერთმა კონკურენტმა „დორტმუნდმა“ კი ბრემენში „ვერდერთან“ პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი სხვაობა ხუთწუთიან ინტერვალში გაანიავა და ალბათ ჩემპიონობასაც საბოლოოდ დაუქნია ხელი.

„ბაიერნს“ 74, ხოლო „დორტმუნდს“ 70 ქულა აქვს და წინ მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი.

„ბაიერნი“ – „ჰანოვერი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (27), 2:0 გორეცკა (40), 2:1 ჟონათასი (51, პენ), 3:1 რიბერი (84)

პსჟ-მ “ნიცა” ვერ დაამარცხა (ვიდეო)