კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„ბაიერნი“ კატარში წლის პირველ ტიტულს დაეუფლა (ვიდეო)

ბაიერნმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო

Image source: FCBayern ტვიტერის გვერდი

 

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ მექსიკურ „ტიგრესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გერმანული გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებლად იმარჯვა.

პირველ ტაიმში გოლი იოშუა კიმიხმა გაიტანა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკიზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა. 59′-ე წუთზე ვიდეო-რეფერის საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერია.
ამჯერად გოლი ბენჟამენ პავარმა გაიტანა, რომელიც თავდაპირველად ისევ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, მაგრამ ვიდეო-რეფერთან ეპიზოდი გადამოწმდა და გოლი ჩაითვალა. შედეგად, „ბაიერნმა“ 1:0 მოიგო და ისტორიაში მეოთხედ შეძლო კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილი ეგვიპტურმა „ალ აჰლიმ“ დაიკავა, რომელმაც ბრაზილიური „პალმეირასი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

 

 

 

წყარო – fcbayern.com

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის „დინამომ“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა