კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბაიერნი” ზაფხულში მწვრთნელს არ შეიცვლის

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში მთავარი მწვრთნელს არ შეიცვლის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული მედია აქტიურად საუბრობდა, „რეკორდმაისტერში“ ნიკო კოვაჩის მემკვიდრეების შესახებ, პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ცვლილება გამორიცხა.

ჰიონესის განცხადებით, მიუნხენელებს მომავალ სეზონში ხორვატი გაწვრთნის.

„ჩვენი მწვრთნელი ისევ ნიკო კოვაჩი იქნება. გუნდი კარგად თამაშობს და ეს ვერ მოხდებოდა, კარგი მწვრთნელი რომ არ ჰყავდეს. ყველაფერი რაც მედიაში იწერება, ჭორია, ამიტომ კოვაჩი 100%-ით რჩება“ – თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ 2018-2019 წლების სეზონში კოვაჩის ხელმძღვანელობით დუბლი შეასრულა – გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

 

ფოტო: ბაიერნის ტვიტერის ოფიციალური გვერდი

 

“იუვენტუსში” ალეგრის ეპოქა წაგებით დასრულდა (ვიდეო)