კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონია (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის 2018-2019 წლების სეზონი დასრულდა. მიუნხენის „ბაიერნმა“ ბოლო ტურის არსებული უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მეშვიდედ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

მიუნხენელები სწრაფადვე კომანის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ჰალერმა მეორე ტაიმის დასაწყისში უპასუხა. თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო და „რეკორდმაისტერმა“ მშვიდად, 5:1 მოიგო. ბოლო ორი გოლი ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის ანგარიშზეა, რომლებიც „რეკორდმაისტერს“ დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ რომ რიბერიმ მეცხრედ მოიგო „ვერცხლის სინი“ და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც მსგავსი მიღწევით დაიკვეხნის. „დორტმუნდმა“ კი პარალელურად „გლადბახს“ აჯობა, მაგრამ ეს გამარჯვება ლუსიენ ფავრის გუნდს არაფერში წაადგა.

ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში გერმანიას „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ლაიფციგი“ და „ლევერკუზენი“ წარადგენენ, ხოლო „გლადბახი“ და „ვოლფსბურგი“ ევროპა ლიგაზე ითამაშებენ. „ჰანოვერი“ და „ნიურნბერგი“ გავარდნენ, ხოლო „შტუტგარტი“ პელი-აუტში ითამაშებს.

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 5:1 (1:0)

გოლები: 1:0 კომანი (4), 1:1 ჰალერი (50), 2:1 ალაბა (53), 3:1 რენატუ საჩესი (58), 4:1 რიბერი (72), 5:1 რობენი (78)

 

“ატლეტიკომ” გაშვებული 2 გოლის შემდეგ კაცნაკლულმა წონასწორობა აღადგინა და “ლევანტესთან” მატჩი ფრედ დაასრულა (ვიდეო)