კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბაზაძეებმა პარიზში გამართულ Trophee Sabre Insep 2021-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართველმა მოფარიკავეებმა Trophee Sabre Insep 2021 -ში მიიღეს მონაწილეობა

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

საფრანგეთში შეკრებაზე მყოფმა სანდრო და ბექა ბაზაძემ იანვრის ბოლოს პარიზში გამართულ Trophee Sabre Insep 2021 -ში მიიღეს მონაწილეობა, საუკეთესო ფრანგ მოფარიკვეებთან ერთად შეჯიბრში რამდენიმე სხვა ქვეყნის სპორტსმენიც გამოდიოდა.

ბექა შარტონის, სანდრო ორლეანის კლუბის სახელით ასპარეზობდა. ბაზაძეებმა ორი ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარეს. პლეი-ოფში ასპარეზობა სანდრომ საუკეთესო 16, ხოლო ბექამ საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის დაასრულა. ორივე ქართველი მოფარიკავე ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან ტომ საიტცთან დამარცხდა.

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

 

SofaScore: რამდენი ქულით შეფასდა ჯაბა კანკავას მესამე თამაში საფრანგეთში (ფოტო)