კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “ეს გუნდი ქართული ფეხბურთის ხერხემალი იყო”

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო მალანიას კომენტარი

Image source: ffa.ge

 

 

სოსო მალანია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო მალანიას დიდი იმედი აქვს, რომ აფხაზ ძმებთან ერთად გუნდს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანენ:

“სოხუმის “დინამოს” საფეხბურთო სკოლის ფილიალის გახსნა ძალიან კარგი ფაქტია, რადგან ეს გუნდი ქართული ფეხბურთის ხერხემალი იყო.

აქ ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელი გაზრდილა და იმედია, ამ სკოლაში, სოხუმის “დინამოს“ ქოლგის ქვეშ, ჩვენი ფეხბურთის მომავალი გაიზრდება. ომის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადმოსული აფხაზეთის გუნდები ერთმანეთთან მჭირდო კავშირში უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

მე სოხუმის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში 10 წელი ვითამაშე და დიდი იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან აფხაზეთში დავბრუნდებით და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად გუნდს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ”, – განაცხადა მალანიამ.

53 წლის სოსო მალანია 1982-85 წლებში სოხუმის “დინამოში” ასპარეზობდა, 1986 წელი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა, ხოლო 1987 წელს თბილისის “დინამოში” მიიწვიეს. სოსო მალანიას სხვადასხვა კლუბების გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურითაც უთამაშია.

 

 

 

წყარო – fcdinamosokhumi.ge

 

 

 

 

 

ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნაკრები (ფოტო)