კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ატლეტიკო” ხუანფრანმა დატოვა

მადრიდის „ატლეტიკო“ ხუანფრანმა დატოვა. აღნიშული ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 34 წლის ესპანელის მომავალი გუნდი კი ამ ეტაპზე უცნობია.

ხუანფრანმა კარიერა „რეალში“ დაიწყო, მერე „ესპანიოლსა“ და „ოსასუნაში“ თამაშობდა, ხოლო „ატლეტიკოს“ 2011 წელს შეუერთდა.

ესპანელმა ფეხბურთელმა „როხიბლანკოს“ რიგებში 355 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მოიგო 7 ტიტული, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ევროპის ლიგა ორჯერ და ამდენჯერვე ევროპის სუპერთასი. ორჯერაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოს“ ხუანფრანის გარდა ზაფხულში ანტუან გრიზმანი, დიეგო გოდინი და ლუკას ერნანდესი დატოვებენ.

 

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია