კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ატლეტიკომ” სეზონი გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

Image source: Atletico Madrid

მადრიდის „ატლეტიკომ“ 2019-2020 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო. დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ დაუხვდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

„ატლეტიკო“ 23-ე წუთზე ალვარო მორატამ დააწინაურა, მალევე „ხეტაფეს“ ხორხე მოლინა გაუძევეს და „როხიბლანკომ“ დიდი უპირატესობა მიიღო. თუმცა, რიცხობრივი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ტაიმის მიწურულს მასპინძელთა მარცხენა მცველ რენან ლოდისაც მოუწია გასახდელში იძულებით გასვლა.

საბოლოოდ, მეორე ნახევარში „ატლეტიკომ“ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ახალი სეზონი 3 ქულით დაიწყო.

„ატლეტიკო“ – „ხეტაფე“ 1:0

გოლი: 1:0 მორატა (23)

 

მატჩის ვიდეომიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

გიორგი შოთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!