კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აკაკი გოგიას გუნდი გერმანიის ბუნდესლიგაში გადავიდა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგაში “უნიონ ბერლინი” აღზევდა. პლეი-ოფში ბერლინელებმა “შტუტგარტი” დაამარცხეს. პირველი მატჩი 2:2 დასრულებულიყო, ხოლო საპასუხო თამაშში გოლი არ გასულა და “უნიონი” გამარჯვებული სტუმრად გატანილი მეტი გოლით გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქური გუნდის ღირსებას ქართული წარმომავლობის აკაკი გოგია იცავს, რომელიც ისტორიულ მატჩში მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. გოგიამ მეორე ბუნდესლიგის განვლილ სეზონში 28 მატჩში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

“უნიონ ბერლინი” გერმანიის ბუნდესლიგაში ისტორიაში პირველად ითამაშებს.

 

ფოტო: “უნიონ ბერლინის” ტვიტერის ოფიციალური ვებგვერდი

 

“ლიონში” ლეგენდარული ჟუნინიო დაბრუნდა (ვიდეო)