კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ავთო კენჭაძის საუკეთესო მომენტები რუსეთის საერთაშორისო ტურნირიდან (ვიდეო)

მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ალანებზე, ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4:1, კახაბერ ხუბეჟტის 11:0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4:2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7:3 მოუგო, ფინალში კენჭაძემ ასევე რუს ტიმურ ბიჟოევთან წააგო 1:2.

შეგახსნებთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ კენჭაძემ ბიჟოევს მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში დამაჯერებლად მოუგო.

ავთო კენჭაძის მიერ ალანებზე დამარცხებული რუსი მეტოქეები:

ცნობილია ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესო მოთამაშისა და მწვრთნელის ვინაობა (ფოტო)