Categories

Additional

Website Language

Active date

FIFA The Best: ვის მისცეს ხმა კანკავამ, სანიოლმა და ფოცხვერიამ?

ვის მისცეს ხმა კანკავამ, სანიოლმა და ფოცხვერიამ

Image source: gff.ge

 

რობერტ ლევანდოვსკი 2021 წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა ფიფას ვერსიით. ორშაბათს FIFA The Best-ის ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ასოციაციამ პოლონეთის ნაკრების კაპიტანს ხსენებული ჯილდო გადასცა.

ცერემონიის შემდეგ ქსელში გამოჩნდა წილისყრის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ნაკრების კაპიტნებმა, მწვრთნელებმა, ასევე ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა.

ქულების საბოლოო განაწილება The Best FIFA Award-ის ჯილდოსთვის ბრძოლაში

რობერტ ლევანდოვსკი – 48 ქულა

ლიონელ მესი – 44 ქულა

მოჰამედ სალაჰი – 39 ქულა

კარიმ ბენზემა – 30 ქულა

კანტე და ჟორჟინიო – 24 ქულა

კრიშტიანუ რონალდუ – 23 ქულა

კილიან მბაპე – 16 ქულა

კევინ დე ბრიუინე – 11 ქულა

ნეიმარი – 10 ქულა

ერლინგ ჰაალანდი – 7 ქულა

ვის ერგო ქართველთა ხმები?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. კარიმ ბენზემა („რეალ მადრიდი“, საფრანგეთი); 2. რობერტო ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი); 3. კილიან მბაპე („პსჟ“, საფრანგეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („პსჟ“, არგენტინა); 2. ნ’გოლო კანტე („ჩელსი“, საფრანგეთი); 3. ჟორჟინიო („ჩელსი“, იტალია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი); 2. კარიმ ბენზემა („რეალ მადრიდი“, საფრანგეთი); 3. კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“, პორტუგალია).

 

 

 

 

 

წყარო – digitalhub.fifa.com

 

ჰაცუ ბაშოს მე-10 დღე: როგორ გამოიყურება ქართველი სუმოისტის მოგება-წაგების ბალანსი (ვიდეო)