Image source: Getty Images
ფიფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა იმ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მეკარეების სახელები, რომლებიც წლის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი/ლივერპული), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), კევინ დე ბრუინე, (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), სადიო მანე (ლივერპული), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა), ნეიმარი (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალ მადრიდი), მოჰამედ სალაჰი და ვირჯილ ვან დეიკი (ორივე-ლივერპული).
The Best წოდებისთვის იბრძოლებენ მწვრთნელები: მარსელო ბიელსა (ლიდს იუნაიტედი), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი), იურგენ კლოპი (ლივერპული), ხულენ ლოპეტეგი (სევილია) და ზინედინ ზიდანი (რეალ მადრიდი).
ფიფა-ს სიაში მეკარეებს შორის მოხვდნენ: ალისონ ბელერი (ლივერპული), ტიბო კურტუა (რეალ მადრიდი), კეილორ ნავასი (პსჟ), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), იან ობლაკი (ატლეტიკო მადრიდი) და მარკ-ანდრე ტერ შტედენი (ბარსელონა).
ფიფა The Best-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 17 დეკემბერს პირდაპირ ეთერში, დისტანციურად, კორონავირუსის პანდემიის გამო. საუკეთესოთა გამოსავლენად ხმის მიცემის პროცესი დღეიდან, 25 ნოემბრიდან იწყება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.
Videos
Photos