Image source: Getty images
ევროპის ლიგის გათამაშებაში დღის მეორე სესიაში ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა საპასუხო თამაშის წინ ხელსაყრელი უპირატესობის მოპოვება შეძლო.
კიდევ უფრო კარგ ვითარებაშია „არსენალი“, რომელმაც სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ 3:1 აჯობა და რა თქმა უნდა, ეს დიდი ჰანდიკაპია. იტალიურმა „რომამ“ სახლში დონეცკის „შახტარი“ 3:0 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალში თამაშის უფლება, დავით ხოჭოლავას უკრაინულ გუნდში არ უთამაშა. კიდევ ერთი დაპირისპირება ესპანეთში შედგა, სადაც „გრანადამ“ „მიოლდეს“ 2:0 მოუგო.
„გრანადა“ – „მიოლდე“ 2:0
„ოლიმპიაკოსი“ – „არსენალი“ 1:3
„რომა“ – „შახტარი“ 3:0
„ტოტენჰემი“ – „დინამო ზაგრები“ 2:0
⏰ RESULTS ⏰
ℹ️ Round of 16, first legs
Best performance? 🧐#UEL
— UEFA Europa League (@EuropaLeague) March 11, 2021
წყარო – UEFA Europa League
Videos
Photos