Categories

Additional

Website Language

Active date

ეროვნული ლიგის სამი მატჩი 0:0 დასრულდა

ნულოვანი ფრეები ეროვნულ ლიგაში

Image source: FC Saburtalo

 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-3 ტურში გორის „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა.

„დილამ“ პირველ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, ხოლო თბილისელებმა – 3. ამჯერადაც გუნდებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს და მიმდინარე სეზონში პირველი ფრე ითამაშეს – 0:0.

ყველაზე ახლოს გოლთან „დილას“ ფეხბურთელი ბიძინაშვილი იყო, რომელმაც მატჩის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა. მას გიორგი მამარდაშვილმა აჯობა და თავსი გუნდს ქულა გადაურჩინა.

„დილას“ 7 ქულა აქვს და ლიდერობას „დინამო ბათუმთან“ ერთად იყოფს, ხოლო „ლოკომოტივმა“ 4 ქულა დააგროვა.

ეროვნულ ლიგაში დღეს კიდევ ორი მატჩი იყო და ისინიც გოლების გარეშე გასრულდა. “საბურთალო” – “ტორპედო” და “თელავი” – “სამგურალი”.

„დილა“ – „ლოკომოტივი“ 0:0

“საბურთალო” – “ტორპედო” 0:0

 

წყარო – Eliga.ge

 

შოთა არველაძე: “ამ მაისურს დღემდე გაურეცხავს ვინახავ, მინდა ის სუნი ასდიოდეს”