Categories

Additional

Website Language

Active date

ეროვნული ლიგის 25-ე ტურის 5 მატჩის მიმოხილვა

უხვგოლიანი გამოდგა იმერული დერბი

Image source: Samtredia FC ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” გასვლით შეხვედრაში ქობულეთის “შუქურა” დიდი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა. ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონებმა 20 სექტემბრის დაპირისპირებაში მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

მატჩის 27′-ე წუთზე კახაბერ ცხადაძის გუნდი მარუშიჩმა დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს კი დინამოელთა უპირატესობა ოსეიმ ორამდე გაზარდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა “შუქურას” კარი კიდევ ორჯერ აიღეს. მარუშიჩმა დუბლი გაიფორმა, ხოლო მეოთხე გატანილი ბურთი კი ლევან ხარაბაძის ანგარიშზეა.

 

უხვგოლიანი გამოდგა იმერული დერბი, რომელიც “ეროსი მანჯგალაძის” სახელობის არენაზე “სამტრედიასა” და “ტორპედოს” შორის გაიმართა.

მატჩის მე-15′ წუთზე მეჰდი ბუკასის მიერ გატანილი გოლით “ტორპედო” დაწინაურდა. 22′-ე წუთზე წონასწორობა ნიკოლა პრელჩეცმა აღადგინა, რასაც 35′-ე წუთზე მისივე დუბლი მოჰყვა და “სამტრედია” შესვენებაზე სასურველი შედეგით გავიდა. მეორე ტაიმიც გია ცეცაძის გუნდის უპირატესობით გაგრძელდა. 68′-ე წუთზე მათე კვირკვიამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. 76′-ე წუთზე პრელჩეცმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ჰეტ-ტრიკი გაიფორმა და “სამტრედიამ” აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

 

“დილა” 0:0 “საბურთალო”

უგოლოოდ დასრულდა “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე გორის “დილასა” და “საბურთალოს” შორის გამართული დაპირისპირება. შესაბამისად მეტოქეებმა ქულები გაიყვეს და ტურნირის სატურნირო ცხრილში კვლავ იყოფენ მე-4 და მე-5 ადგილებს.

 

“თელავი” 0:1 ბათუმის “დინამო”

“თელავმა” ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. გიორგი მიქაძის გუნდი გათამაშების ლიდერთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ბათუმელებმა კი შეხვედრის მე-16′ წუთზე ჯამბულ ჯიღაურის მიერ გატანილი გოლის წყალობით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და კვლავ ინარჩუნებენ “დინამო თბილისთან” 5-ქულიან უპირატესობას.

“ლოკომოტივი” 2:2 “სამგურალი”

დრამატული აღმოჩნდა ტურის ბოლო შეხვედრა, რომელიც “ლოკომოტივსა” და “სამგურალს” შორის გაიმართა. მიუხედავად ორივე გუნდის აქტიურობისა, მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მეორე ტაიმის 52′-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გატანილი გოლით თავი პაპუნა ფონიავამ გამოიჩინა, რასაც 6 წუთში გიორგი თევზაძის ეფექტური საჯარიმო დარტყმა და გატანილი გოლი მოჰყვა. გარდა გოლისა ამ მომენტს “ლოკომოტივის” ფეხბურთელის გაძევება ახლდა თან, რაც წყალტუბოლოებს დიდ უპირატესობას აძლევდა. 70′-ე წუთზე ჯერ მამია გავაშელიშვილმა შეამცირა სხვაობა ანგარიშში, ხოლო 79′-ე წუთზე კი იმრანმა ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

 

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

ახალგაზრდა ბორჯღალოსანის სადებიუტო მატჩი საფრანგეთის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში