Categories

Additional

Website Language

Active date

ეროვნული ლიგის 24-ე ტური: 10 გოლი ბათუმიდან და უგოლო ფრე “დინამო არენაზე” (ვიდეო)

დინამო ბათუმისა და ლოკომოტივის მატჩში ათი გოლი გავიდა

Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში დიდი ანგარიში, ოღონდ ფეხბურთისთვის უჩვეულო, დაფიქსირდა ბათუმში, სადაც ერთ მატჩში 10 გოლი გავიდა – 7:3. დინამოელთა სადებიუტო სწრაფი გოლის შემდეგ სტუმრებმა ანგარიშიც კი წაიყვანეს ბექა დარცმელიას და თორნიკე კირკიტაძის გატანილის წყალობით.

მატჩში გარდატეხა შეცვლაზე შესულმა გიორგი ნავალოვსკიმ და გიორგი ფანცულაიამ (ორი გოლით) შეიტანეს, დუბლით გამოირჩა ჯამბულ ჯიღაურიც.

“ლოკომოტივი”, რომელმაც ეროვნული ლიგის ისტორიაში 7 გოლი პირველად გაუშვა, ცხრილში მე-5 ადგილზეა 36 ქულით. “დინამო ბათუმმა” კი ისარგებლა თბილისის “დინამოს” წარუმატებლობითაც და ლიდერობა უფრო გაიმყარა, მის აქტივში 50 ქულაა.

“საბურთალო” 2:1 “თელავი”
“ტორპედო” 2:1 “შუქურა”
“დინამო თბილისი” 0:0 “დილა”

თბილისის “დინამომ” ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა გორის “დილასთან საშინაო მატჩში. შეხვედრა ორივე კართან საგოლე მომენტების სიუხვით კი აღინიშნა, თუმცა გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა.

ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვეს შინ “საბურთალომ” “თელავთან” და ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის “შუქურასთან” – 2:1. დედაქალაქელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გერმანელმა ახალწვეულმა სიმონ ზეფერინგსმა თავური დარტყმით კომპენსირებულ დროში გაიტანა.

თბილისური მატჩის შედეგი ხელსაყრელი გამოდგა ქუთაისის “ტორპედოსთვისაც”, რომელმაც “შუქურასთან” გამარჯვებით გასავარდნ ზონას კარგა ხნის შემდეგ პირველად დააღწია თავი. გოლები მაროკოელმა მეჰდი ბუკასმა და თბილისის “დინამოდან” დამატებულმა – თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს, რომელმაც ახალ გუნდში საკუთარი ანგარიში გახსნა.

“ტორპედო” და “თელავი” 25-25 ქულით მე-7 და მე-8 ადგილს იკავებენ, ხოლო მე-9-ზე კი 21-ქულიანი “შუქურა” არის.

 

 

 

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

იოსებ ტყემალაძე: “აჭარაში 3 მნიშნელოვანი პროექტი ხორციელდება აჭარის მთავრობის ხელშეწყობით”