Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუკ გვერდი
ეროვნული ლიგის მე-19 ტური გუშინ გამართული 3 შეხვედრით დასრულდა.
მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა მე-19 ტურში “თელავმა”, რომელმაც “სამტრედიას” 2:1 ანგარიშით სძლია. თელაველებისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. “სამტრედიასთან” დაპირისპირებაში ანგარიში მასპინძლებმა 56′-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილის მიერ გატანილი გოლით შეძლეს. 2 წუთში წონასწორობა გიორგი ილურიძემ აღადგინა, მაგრამ მატჩის დამატებულ დროში “თელავმა” შეძლო 3 ქულის მომტანი გოლის გატანა – გამარჯვების გოლი ზაზა ციცქიშვილმა შეაგდო.
19 ტურის შემდეგ “თელავი” 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, “სამტრედია” კი 10 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
თბილისის “დინამომ” მთავარი კონკურენტის ქულების დაკარგვა ვერ გამოიყენა. დედაქალაქელებმა წყალტუბოს “სამგურალთან” გამართული მატჩი 1:2 ანგარიშით წააგეს. პირველი ტაიმის შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი მოქმედ ჩემპიონებს 2-ბურთიანი სხვაობით ამარცხებდა. მატჩის პირველივე წუთზე ანგარიში ირაკლი ლექვთაძემ გახსნა, ხოლო მე-17′ წუთზე უპირატესობა ორამდე პაპუნა ფონიავამ გაზარდა.
შეხვედრის მეორე ტაიმში სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა. 67′-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა ლუქმან გილმორი გააძევა. საბოლოოდ “დინამომ” 3 ქულა დაკარგა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში “დინამო” და “სამგურალი” ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ – 2 შეხვედრა იმერლების გამარჯვებით დასრულდა ხოლო 1 მატჩში ფრე დაფიქსირდა.
თბილისის “დინამოს” 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს “სამგურალი” კი 27 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
თბილისის “ლოკომოტივმა” მეორე დედაქალაქური დერბი გამარჯვებით დაასრულა. “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართული მატჩი სტუმრებმა 2:1 ანგარიშით მოიგეს. “ლოკომოტივმა” პირველი გოლი მეტოქეს პირველი ტაიმის მიწურულს გაუტანა. გატანილი გოლით თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. 46′-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 88′-ე წუთზე თავისი შანის “ლოკომოტივმა” გამოიყენა – რატი მჭედლიშვილმა გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.
“საბურთალოს” აქტივში 31 ქულაა და მე-4 ადგილზეა, 33 ქულა აქვს “ლოკომოტივს” და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.
Videos
Photos