Image source: ChampionsLeague ტვიტერის გვერდი
“ბორუსია დორტმუნდის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ზენიტთან” (2:0) გამართულ მატჩში საუკეთესო დებიუტის დემონსტრირება მოახდინა და ტურნირის რეკორდი დაამყარა. 20 წლის ნორვეგიელს ჩატარებულ პირველ 10 მატჩში 12 გოლი დაუგროვდა.
ერლინგმა ამ მაჩვენებლით სადიო მანეს (ლივერპული), ჰარი კეინსა (ტოტენჰემი) და “ლაციოს” ყოფილე ფეხბურთელს სიმონე ინძაგის გადაასწრო – ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს პირველ 10 მატჩში 9 გოლი ჰქონდა გატანილი.
🔥 Most @ChampionsLeague goals in first 10 apps
1️⃣2️⃣ Erling Braut Haaland
9️⃣ Simone Inzaghi
9️⃣ Harry Kane
9️⃣ Sadio Mane🔥🔥🔥 pic.twitter.com/GEr2LqhCMf
— Sky Sports Statto (@SkySportsStatto) October 28, 2020
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰაალანდმა “ბორუსიას” მაისურით სულ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Videos
Photos