Logo
0

საქარველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ჩოგბურთელები ევროპულ კორტებზე ისაპრეზებენ

  დღეს, 26 მაისს, საქარველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ჩოგბურთელები ევროპულ კორტებზე ისაპრეზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშია და ATP 250 BELGRAD OPEN-ზე მონაწილეობს. ნოვაკ ჯოკოვიჩის და გაელ მონფილსის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი. ბასილაშვილი ტურნირზე პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე 31 წლის სლოვაკი ანდრეი მარტინი იქნება. მატჩი საქართველოს დროით 15:30 საათზე დაიწყება. მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში არიან და საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო წრეში ასპარეზობენ. ორივე ჩოგბურთელი დღეს მეორე მატჩს გამართავს. 23 წლის მარიამ ბოლქვაძე 36 წლის რუს ვერა ზვონარიოვას 12:35 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ეკატერინე გორგოძე 31 წლის ბულგარელ ელიცა კოსტოვას შეხვდება.    

ეროვნული ლიგა: “სამგურალმა” სამტრედიაში მეექვსე გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)

Standings

England, Premier League