Image source: FC KAYSAR
ყაზახეთის ჩემპიონატის განახლებულ სეზონში პირველი ტურის მატჩში “კაისარმა” საკუთარ კედლებში პავლოდარის “ირტიშს” უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელმაც მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 27 წლის ქართველმა ფორვარდმა მატჩის მე-11 წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც შეხვედრის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა.
ამგვარად, განახლებულ ჩემპიონატში ლობჯანიძემ “კაისარს” პირველი სამი ქულა შესძინა.
აღვნიშნოთ ასევე, რომ “ირტიშ პავლოდარის” სათადარიგოთა შემადგენლოაში იყო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ლევან კუტალია.
წყარო – FC KAYSAR
Videos
Photos