Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

ექსკლუზივი: ზინჩენკო ეროვნულ ნაკრებზე, პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლისა და რთული მეტოქის შესახებ

 

“მანჩესტერ სიტის” მცველმა და VBET-ის ამბასადორმა ალექსანდრ ზინჩენკომ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი მოსაზრება გააზიარა პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლის, უკრაინის ნაკრების ბოლო შედეგების შესახებ და ასევე დაასახელა ინგლისში მისი ურთულესი მეტოქე.

– როგორ ფიქრობთ, ვინ არის “მანჩესტერ სიტის” 2021/22 წლების სეზონის პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი მეტოქე?

-მგონი ერთდროულად ორი გუნდია, უფრო სწორედ სამი. ესენი არიან “ჩელსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

– პრემიერლიგის ყველაზე რთული მეტოქე ვინ არის, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?

-ჩელსი. ეს ძალიან ორგანიზებული გუნდია. ძნელია მათ წინააღმდეგ თამაში.

– ვინ იყო პირველი ფეხბურთელი, ვისთანაც დამეგობრდით ან მჭიდრო ურთიერთობა დაიწყეთ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემდეგ?

– ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე – ფერნანდინიო, გიუნდოგანი, უოკერი და ჯონ სტოუნზი. ძნელია ცალკე ვინმეს გამორჩევა.

-ბოლო მატჩები ბულგარეთთან და ბოსნიასთან იყო. რა შეიცვალა მანამდე? იყო თუ არა რაიმე ახალი ტაქტიკური ცვლილება და ცვლილებები სათამაშო პლანში?

– არ ვიტყოდი, რომ ბოსნიასთან მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ მთავარი შედეგია. ასეთი შედეგის მიღწევა მოგვიწია და წარმატებასაც მივაღწიეთ. რატომ? იმიტომ რომ, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და სხვათა გუნდების დიდი პატივისცემით, ჩვენ მეორე ადგილზე უნდა დაგვესრულებინა საკვალიფიკაციო რაუნდი.

შეგახსენებთ, რომ ზინჩენკო VBET-ის ელჩი გახდა.

კომპანია VBET-ი უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრემიუმ პარტნიორია და ისეთი საფეხბურთო კლუბების, როგორებიც არიან “ვორსკლა”, “ალექსანდრია”, “მონაკო” და “პორტსმუთი”, ასევე თანამშრომლობს სხვა სპორტულ გუნდებთან და ორგანიზაციებთან მსოფლიოს მასშტაბით.

2021 წელს VBET-ი გახდა უკრაინის ქალთა საფეხბურთო ნაკრების სპონსორი, ასევე უკრაინის პრემიერ-ლიგის, უკრაინის თასის, უკრაინის სუპერთასისა და უკრაინის ჰოკეის ეროვნული ნაკრების სატიტულო სპონსორიც გახლავს.