Image source: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ, 17 დეკემბერს ფიცარნაგზე +109კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ.
შეჯიბრის დასკვნით და ბოლო დღეს საქართველოს ძალოსანთა ნაკრებიდან ორი ძალოსანი იასპარეზებს.
თავდაპირველად ჩემპიონატზე 09:00 საათზე ბაქარ თურმანიძე გამოვა, ამის შემდეგ კი 15:00 საათზე ფინალურ ბლოკში მსოფლიო ფიცარნაგზე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანს ლაშა ტალახაძეს ვიხილავთ.
Videos
Photos